შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მესამე დღეა ჰუმანიტარული დახმარება იმერეთის ტურიზმის ცენტრში გროვდება
04.03.2022
უკან დაბრუნება
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მესამე დღეა ჰუმანიტარული დახმარება იმერეთის ტურიზმის ცენტრში გროვდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს გამოხმაურება საკმაოდ დიდია და დახმარების სურვილს იჩენენ როგორც ფიზიკური პირები ასევე ორგანიზაციები. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტი ეს ის პირველადი მოხმარების საგნებია რაც ახლა უკრაინელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად იმერეთის ტურიზმის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს რომ ჩაერთონ ჰუმანიტარულ აქციაში მათი შესაძლებლობების შესაბამისად.