საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა
04.03.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2022 წლის 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;ასევე თუ კი
მშობელი/ან მეურვე იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე იმ შმთხვევაში თუ
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რაც შეეხება III ეტაპი ანუ საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.