სოლიდარობა ქუთაისში ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ვლინდება
03.03.2022
უკან დაბრუნება
სოლიდარობა ქუთაისში ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ვლინდება, "კლინიკა - ლჯ"-ის და "ლჯ და კომპანიის" მედ-პერსონალის ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში - "გაეცი სისხლი უკრაინელი ხალხისთვის" 150-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მირიან ჭეიშვილის განცხადებით, კლინიკა მზად არის გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა ყველა უკრაინის მოქალაქეს,რომელიც საქართველოში იმყოფება, საჭიროების შემთხვევაში უფასო სამედიცინო მომსახურეობას გაუწევს.