უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნიდან ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ ავტომობილებით მსვლელობა მოეწყო, შეკრებილებმა მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიოზებით გაიმართა.