შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კეპულაძის თქმით, სამწუხაროა როცა ქვეყნის მეთაური საკუთარი ხალხის ხმას არ უსმენს
01.03.2022
უკან დაბრუნება
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რასაც ის შეცდომას უწოდებს - ეხმიანება. მისი თქმით იმ ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და პუტინს უპირისპირდება, ღარიბაშვილის ასეთი დამოკიდებულება უკრაინასთან, რეალობას მოწყვეტილი ადამიანის კომენტარს ჰგავს. კეპულაძის თქმით, სამწუხაროა როცა ქვეყნის მეთაური საკუთარი ხალხის ხმას არ უსმენს და მხოლოდ ერთი კაცის ინტერესების გათვალისწინებით საუბრობს, ის ასევე მიესალმება ისეთ აქტიურ მხარდამჭერ კამპანიას უკრაინელი ხალხის მიმარტ, რაც დღეს ქვეყანაში აქციებით გამოიხატება.