შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
01.03.2022
უკან დაბრუნება
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია- ამის შესახ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა ამორალური პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს გარდა , უკრაინამ კონსულტაციებისთვის გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი. ზელენსკის ამ გადაწყვეტილებასა და სახელმწიფოს რეაგირებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია აფასებს.