შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
01.03.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება, ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. ქუთაისის მუნიციპალიტეტი , უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. იოსებ ხახალეისვილის განცხადეებით მიღებულია გადაწყვეტილება , კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად.