იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს
01.03.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, გამოყოფილი სახსრებით გათვალისწინებულია პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შეძენა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებთან. ჰუმანიტარული აქცია მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.