საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით-როგორ აფასებენ მთავრობის ამ პოლიტიკას საზოგადოება ჩვენ მოქალაქეები ჩავწერეთ
01.03.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით . როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. როგორ აფასებენ მთავრობის ამ პოლიტიკას საზოგადოება ჩვენ მოქალაქეები ჩავწერეთ. გამოკითხულთა ნაწილი ეთანხმება ხელისუფლების პოზიციას ამ მიმართულებით და ფიქრობენ რომ სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის მხარდაჭერა რასაც სახელმწიფო გასცემს უკრაინელი ხალხის მიმართ არასაკმარისია.