დღეს ქუთაისში ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა
28.02.2022
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, ღონისძიებაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმრთა. „დიდი კაცი“ ასე ქვია კრებულს სადაც აღწერილია ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა. წიგნი გამოცემულია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების მიერ, რომლის ავტორია მიხეილ ჟორჟოლიანი. საღამოს ესწრებოდნენ დავით ხახალეიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები. შეგახსენებთ, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.