სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი
28.02.2022
უკან დაბრუნება
სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ და ხედავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს. მისივე თქმით, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.