"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს
28.02.2022
უკან დაბრუნება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, ახლა დუმილი სირცხვილი და დანაშაულია.ისინი ქალაქის მერისგან მეგობარი ქვეყნისადმი აქტიურ მხარდაჭერას ითხოვენ.ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, დროშა მერიის აივანზე გადმოფინონ.