კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურს თბილისის დინამო არენამ უმასპინძლა
26.02.2022
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურს თბილისის დინამო არენამ უმასპინძლა.. გამართულ დაპირისპირებაში თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედო - 4:0 დაამარცხა.
. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, ორ წუთში ორამდე უპირატესობა უკრაინელმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ გაზარდა. სათამაშო სცენარი რადიკალურად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. დინამო თბილისმა საიმონ ბენიოს მიერ გატანილი გოლით სხვაობა სამბურთიანი გახადა. საბოლოო შედეგი თამაშის ბოლო წუთზე უსმანე კამარამ გადამწყვეტი გოლით დააფიქსირა.
მეორე ტურის შეხვედრას ტორპედო შინ 4 მარტს გამართავს სადაც გორის დილას უმასპინძლებს.