საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინეს
26.02.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ურთიერთანამშრომლობის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია იმერეთის რეგიონში სასკუტერე ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების შეფასება, ასევე ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტების განხილვა. შეხვედრას სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები ასევე საერთაშორისო ცენტრ "ევროხიდის" დამფუძნებლები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინეს და შეკრებილ აუდიტორიას ეკო-მეგობრული ტრანსპორტის განვითარების შესახებ მათი ხედვები გააცნეს.