DMO იმერეთი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რომ უკრაინელ ტურისტებს საჭიროების შემთხვევაში სრული დახმარება გაუწიონ
25.02.2022
უკან დაბრუნება
DMO იმერეთი სრულ პასუხისმგებლობას იღებს , რომ უკრაინელ ტურისტებს საჭიროების შემთხვევაში სრული დახმარება გაუწიონ. ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მარი დევიძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე უყურადღებოდ არ დარჩება. მისივე თქმით, მათ უკვე სთხოვეს სასტუმროებს მიაწოდონ ინფორმაცია იმ ტურისტების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ. უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 591270627, 032 237 00 00 ან მივიდნენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სადაც სათანადო დახმარებას გაუწევენ.