ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში კეთდება შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების სისტემები. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე ეწყობა ბორდიურები.