ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარულ კაპიტან როზბერტ თომა ობოლაძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა
24.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარულ კაპიტან როზბერტ თომა ობოლაძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. საბჭოეთის ეპოქაში ქუთაისელ მორაგბეთა მრავალ წარმატებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 1981 წლიდან მოყოლებული, მორაგბის კარიერის დასრულებამდე როზბერტ ობოლაძე ‘აიას’ უცვლელი კაპიტანი გახლდათ. ობოლაძემ მთელი კარიერა მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაჰყო და იმხანად საბჭოური რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო პირველხაზელად ითვლებოდა.