შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, “ცისფერყანწელის“, კოლაუ (ნიკოლოზ) ნადირაძის დაბადების დღეა
24.02.2022
უკან დაბრუნება
დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, “ცისფერყანწელის“, კოლაუ (ნიკოლოზ) ნადირაძის დაბადების დღეა, თარიღის აღსანიშნავად, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პოეტის საცხოვრებელ სახლთან მისივე ლექსები წაიკითხეს. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წელს, ლეგენდარულ ჟურნალ “ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი გამოსცა 1920 წელს. კოლაუ ავტორია პოემებისა, მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, და თეატრალურ მოღვაწეებზე. კოლაუ ნადირაძე 1990 წელს გარდაიცვალა იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.