შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდნენ
22.02.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მეწარმეებისა და ფერმერებისათვის ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ დაფინანსებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სააგენტოები, თავიანთი სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოპერირებენ და რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის პროგრამით განსაზვრულ 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში.