შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას მაქსიმალური ადამიანების რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება
22.02.2022
უკან დაბრუნება
სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას მაქსიმალური ადამიანების რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. გიორგი ღიბრაძის თქმით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.1-ელი მარტიდან საქართველოს საზღვარზე 67 ქვეყნის მოქალაქეები პსრ ტესტის საშუალებითაც შეძლებენ შემოსვლას. 15 მარტიდან მოიხსნება კონფერენციებსა თუ სემინარებზე დაწესებული შეზღუდვა. 4 მარტიდან კი ფუნქციონირების განახლებას შეძლებენ კლუბები.