საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობასთან დაკავშირებით, ქუთაისში საზოგადოება აფასებს
22.02.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობასთან დაკავშირებით, ქუთაისში საზოგადოება აფასებს. გამოკითხულთა პოზიცია არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის მიმართ დამსახურებაზე საუბრობს და მოუწოდებს ექს პრეზიდენტს რომ შიმშილობაზე უარი თქვას და ნაცვლად ამისა მხარდამჭერებს ბრძოლის სტიმული მისცეს . მოსახლეობის მეორე ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილის ამ ქმედებას ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად მიიჩნევს და თვლის რომ მისი ეს გამოსვლა სამთავრობო გუნდთან არის შეთანხმებული და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გადაფარვას ემსახურება.