შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს
22.02.2022
უკან დაბრუნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოვიდსასტუმროების მოდელი გარკვეულწილად თავის არსებობას აღარ ამართლებს და 1-ლი მარტიდან ეტაპობრივად, ეს მოდელი შეიცვლება. მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში 150-დან 200 ათასამდე აქტიური შემთხვევა იყო, თუმცა აქედან კოვიდსასტუმროთი დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი სარგებლობდა, რაც ძალიან მცირე პროცენტია იმ მოსახლეობის, ვინც ბინაზე იმართებოდა.