საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ სასკოლო შეჯიბრებებს იწყებს
21.02.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ სასკოლო შეჯიბრებებს იწყებს. რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა. ქუთაისის სპორტის მუზეუმში დღეს ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების სპორტის პედაგოგები შეიკრიბნენე რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თემატიკაზე დისკუსია გამართეს და პროექტების პრეზენტაცია წარადგინეს.იმერეთში ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელის რევაზ რობაქიძის ინფორმაციით ოლიმპიდაში მუნიციპალიტეტის 410 სკოლა არის ჩართული და მასში 14 ათასი მისწავლე იღებს მონაწილეობას.