შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა
21.02.2022
უკან დაბრუნება
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო ასოციაციამ დააფუძნა და იგი 1990 წლიდან აღინიშნება . დღესდღეობით, ასოციაცია 70 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტ გიდს აერთიანებს . ეს არის გლობალური ფორუმი, სადაც გაერთიანებულია ტურისტული გიდები მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა ადგილობრივი გიდების ასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტურიზმის პარტნიორები. თარიღთან დაკავშირებით „დღის ამბებთან“ ტურისტული გიდი საუბრობს, ქეთი უგლავას თქმით მათი პროფესია ნამდვილი თავგადასავალია, ამბობს რომ ერთი სიამოვნებაა, როცა შენივე ქვეყნის ელჩი ხარ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს სიამაყით აცნობ.