შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები არ არის
21.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები არ არის, კლინიკაში ამ ეტაპზე 105 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არიან მცირეწლოვნებიც, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. ბოლო 24 საათში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკური მენეჯერის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით კორონავირუსის შემთხვევების 80-85 %-ი მსუბუქი ომიკრონია, შესაბამისად პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს ისეთი მეთოდებით, როგორაც ეს დელტა შტამის შემტხვევაში ხდებოდა.