შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის შეჩერებული სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც განახლდა
18.02.2022
უკან დაბრუნება
ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის შეჩერებული სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც განახლდა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ სამუშაოების შეჩერება უამინდობამ და უხვმა ნალექმა განაპირობა, რამაც რეაბილიტაციის დასრულების ვადებიც შეცვალა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელის თქმით კაპიტალური რეაბილიტაციის შემდგომ შადრევანი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს, პროექტი ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებს შპს ,,დავითი“ აწარმოებს, რომელსაც ხიდაშელის თქმით მსგავსი მიმართულებით მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და რეაბილიტაციის პროცესიც ჯეროვნად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 527 ათასი ლარს შეადგენს.