ქუთაისში, კახიანოურის ტერიტორიაზე ახლად რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე , უბნებს შორის, ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. ტურნირში , ასევე ჩაერთნენ სპორტული გუნდებიც. გამარჯვება საფეხბურთო კლუბ ,,ბაგრატის“ აღსაზრდელებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს პრიზები და გარდამავალი თასი ქუთაისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ გადასცეს. ტურნირი კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ იყო ორგანიზებული.
გასულ წელს ქუთაისში, 12 მინი სპორტული მოედანი კეთილმოეწყო, რისთვისაც 260 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა.