შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქის სახ.სპორტის სასახლემ უმასპინძლა
18.02.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქის სახ.სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ქუთაისი 2010 ა-ლიგის ლიდერს თბილისის თსეუს შეხვდა.მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.სტუმრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს სუპერლიგის ლიდერ ქუთაისს და მხოლოდ შეხვედრის მეოთხე პერიოდში მასპინძლებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება. შესაბამისად 14 ქულიანი უპირატესობით 96-82 გაიმარჯვეს.მეოთხედფინალში ქუთაისელები ცხუმ აფხაზეთის კლუბს დაუპირისპირდებიან.მატჩი მარტის თვეში გაიმართება.