კოვიდ ვითარება იმერეთის მუნიციპალიტეტებში. საერთო სტატისტიკაში მცირედი კლების მიუხედავად ინფიცირებულთა მატებაზე საუბრობს “თერჯოლამედის“ დირექტორი დავით ქასრაშვილი. მისი თქმით კლინიკაში 85 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. 19 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე კი 10 პირი იმყოფება. გუშინ გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი განცხადებით ყველა დადასტურებული შემთხვევა ომიკრონ შტამს უკავშირდება. დავით ქასრაშვილისგან განსხვავებით შემთხვევების კლებაზე საუბრობს ხარაგაულის კოვიდკლინიკის კლინიკური მენეჯერი. მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებაში 16 კოვიდ ინფიცირებული გადის სიმპტომატურ მკურნალობას. გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა. კლინიკაში 10 თავისუფალი საწოლია.