ქუთაისელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი თამაზ მონიავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
16.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი თამაზ მონიავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამაზ მონიავა 1968 წელს დაიბადა, ის რამდენიმე წიგნის და სიმღერის ავტორია. კომპოზიტორი ჩვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი იყო და მისი სიმღერები აქტიურად ჟღერდა ტელეკომპანია რიონის ეთერში.