საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ ომიკრონ შტამის მიმდინარეობაზეც ისაუბრა
15.02.2022
უკან დაბრუნება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ ომიკრონ შტამის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამია და „დელტა“ ან სხვა შტამები ერთეულ შემთხვევაში გვხვდება. ეპიდემიოლოგის განმარტებით ომიკრონის ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი - B-A 2, რომელიც შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ ნაკლებად აგრესიულია. ის ასევე ომიკრონის ფონზე ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელის კლებაზეც საუბრობს.