დღეს ქრისტიანული ეკლესია მირქმას აღნიშნავს. მირქმა უძველესი დღესასწაულია. იუდეველთა სჯულის მიხედვით ებრაელებს ევალებოდათ ყოველი პირველშობილი ღმერთისთვის შეეწირათ და დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა იესო ქრისტე მარიამმა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიაბრძანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ. ამის გამო მას ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.