შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტების ხელმძღვანელს ჰარვარდ ჰერთინგს შეხვდა
11.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტების ხელმძღვანელს ჰარვარდ ჰერთინგს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო GIZ -ის ახალი , საპილოტე პროექტის „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ განხილვა. პროექტი 3 წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას - ადგილობრივი ეკონომიკის, ტურიზმის და ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარებას.