შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რაისა ლიპარტელიანის თქმით შრომითი უსაფრთხოების ბოლო კანონის მიხედვით ყველა დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს
11.02.2022
უკან დაბრუნება
ტელეკომპანია რიონის პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ პოლიტიკურ რუკაში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოების საკითხთხში თვითმმართელობის მონაწილეობის როლზე ისაუბრა, და ასევე რა სახის ბერკეტი აქვს თვითმმართველობას ჩარევის შემთხვევაში. რაისა ლიპარტელიანის თქმით შრომითი უსაფრთხოების ბოლო კანონის მიხედვით ყველა დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოების სტანდარტებს უხელმძღვანელებს . მისივე თქმით ძალიან მალე დასავლეთ საქართველოში კერძოდ კი ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნება წარმომადგენლობები, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ადგილზე დასაქმებულებს და დამსაქმებელს დაიცვან შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.