ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტო-გამოფენა მოეწყო
11.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ გაბროვოს მიეძღვნა. გამოფენა გახსნა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, პროცესში ონლაინ ფორმატით მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი და გაბროვოს მერი ტანია ხრისტოვა.