2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა
09.02.2022
უკან დაბრუნება
2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში დასახელებული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, ისინი ძირითადად სიისრისა დაა ვღანეთის მოქალაქეები არიან. ასევე, გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც - 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. რამდენად აქვს საქართველოსვ შესაძლებლობა მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქე და აიღოს მასზე პასუხისმგებლობა, როდესაც თავად საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ასევე, თავშესაფრის მოთხოვნით მიემგზავბრებიან. საკითხზე ოპოზიციონერი პარტიები ერთხმად აცხადებენ რომ მოქალაქე რომელიც საქართველოში თავშესაფერს ითხოვეს, ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი, რადგან მოქმედი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ვერ უფრთხილდება სათანადოდ, რაც ყოველდღიურად ემიგრანტთა რაოდენობის მატებით გამოიხატება.