ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
08.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი , დიდი მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს გელათის მონასტერში, მის საფლავთან. " დავითობის" აღსანიშნავად, დღესვე, ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება: გამოფენა "ძლევაი საკვირველი", პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“, დოკუმენტური ფილმის „დავით IV - აღმაშენებელის" ჩვენება. ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.