შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეპიდვითარების შესახებ „დღის ამბებთან“ ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი საუბრობს
07.02.2022
უკან დაბრუნება
ეპიდვითარების შესახებ „დღის ამბებთან“ ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი საუბრობს, ნატო მაჩიტაძის განცხადებით ბოლო 24-ი საათის განმავლობაში ინფიცირების 125 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო იზოლაციაში 704 ადამიანია გადაყვანილი, ამავე პერიოდში ლეტალობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ნატო მაჩიტაძის განმარტებით ბაღდათში ვაქცინაციის ტემპმა იმატა და დღეში საშუალოდ 50-60 ადამიანი იცრება. რაც შეეხება ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებას, აქ ბოლო 24 საათის მდგომარეობით 124 ინფიცირება დადასტურდა, რაც შეეხება ლეტალობას თებერვლიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. ვანის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, ელენე ახობაძის განცხადებით არ არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც ხელოვნურ ჟანგბადზე იმყოფებიან.