შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 21 სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სასწავლო პროცესს
07.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 21 სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სასწავლო პროცესს. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ კი მშობლების მხრიდან დისტანციური სწავლების მოთხოვნაზე მომართვიანობა არ იქნება, სააუდიტორიო სივრცეში სასწავლო პროცესი 9-10 თებერვალს გაგრძელდება. მაია ცქიტიშვილის განმარტებით პარასკევის მდგომარეობით 1346 მოსწავლეა ინფიცირებული, რაც შეეხება პედაგოგებს 406-ია. მისივე თქმით არსებული მზარდი ეპიდვითარების გათვალისწინებით არის მოლოდინი იმისა, რომ სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს.