შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “წითელი ჯვარი “ პანდემიასთან ბრძოლაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო
05.02.2022
უკან დაბრუნება
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “წითელი ჯვარი “ პანდემიასთან ბრძოლაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო , ქუთაისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ახალი გამოწვევა მიიღო, გადაამზადა მოხალისეები და 2 წლის მანძილზე არაერთი პრევენციული და ჰუმანიტარულ აქცია განახორციელა. მოხალისეების ნაწილი ტვირთის დარიგების პროცესში იყო ჩართული ,ნაწილი კი ვირუსისა და ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ახდენდა, დარიგდა ფლაერები. მოხალისეები მონაწილობდნენ მასობრივი ტესტირების თერმოსკრინინგისა და იმუნიზაციის პროცესში.