შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში გასულ წელს დანაშაულის 56 343 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა
05.02.2022
უკან დაბრუნება
საქართველოში გასულ წელს დანაშაულის 56 343 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 253 შემთხვევით, 0.45%-ით ნაკლებია.შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2020 წელთან შედარებით გასულ წელს 42.31%-ით შემცირდა და სულ 30 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც 6 გაიხსნა. საიას იმერეთის ბიუროს იურისტი დღის ამბებთან აღნიშნავს, რომ ოჯახურ, არასრულწლოვან და ხანდაზმულთა საქმეზე მიმართვიანობა საკმაოდ არის. თამარ ფაჩულია მიესალმება ძალადობაზე შემცირებულ სტატისკიტას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დაბალი სტატისტიკა დანაშაულის ფაქტებს არ გამორიცხავს. იურისტი ამბობს რომ ზოგჯერ მსხვერპლი ვერ ხვდება რომ ის არის დაზარალებული და არის შემთხვევები, როცა პიროვნება არ მიმართავდეს სამართალდამცავ ორგანოს, რადგან მას კანონი შესაბაამისად არ იცავს.