იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება
05.02.2022
უკან დაბრუნება
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება. მიმდინარე პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად სოფელ ცხრაწყაროში ადგილზე გაეცნო. იმუნიზაციის კამპანია იმერეთის მასშტაბით 20-მდე სოფელში იმართება. ვაქცინაციის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ისარგებლონ სოფლის ამბულატორიაში. ვაქცინაციის კამპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრა, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში. კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიც ავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია. ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ბრიგადითა და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს.