დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი ონლაინ კლინიკების მნიშვნელობაზე საუბრობს
05.02.2022
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი ონლაინ კლინიკების მნიშვნელობასა და მის შესაძლო გაფართოების შესაძლებლობაზე „დღის ამბებთან“ საუბრობს. გოჩა გიორგიძის თქმით კოვიდინფიცირებულების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ონლაინ მართვის სისტემა გამართლებული და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეპიდსიტუაციის მართვაში. გიორგიძის თქმით, ინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდის გამო, ვირუსის ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების ბაზა არასაკმარისია და მისი გაფართოება იგეგმება, კონკრეტულად კი მათი დამატება მოხდება რაიონებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის წარმომადგელნები შესაბამისი პროტოკოლით განაგრძობენ დაავადებულთა მკურნალობას.