შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე უნდა გადავიდეს თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე
05.02.2022
უკან დაბრუნება
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. ¬ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე უნდა გადავიდეს თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეები გამოკითხა, ნაწილი მიიჩნევს რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო უმჯობესია სკოლები გარკვეული დროით დაიხუროს, ხოლო მეორე ნაწილი სრულად დახურვას არ ეთანხმება და სკოლებში წერტილოვან შეზღუდვებს მიესალმება.