შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს სოფლების მოსახლეობასთან ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა
04.02.2022
უკან დაბრუნება
წყალტუბოს სოფლების მოსახლეობასთან ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვედებარებაში არსებილმა ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადებული, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის კოპინგის ანგარიშის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და მიგნებები წარუდგინა ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული თანამშრომლობის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მოემსახურება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონების მცხოვრებ მოსახლეობას.