შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022-ის" წარდგენა გაიმართა
04.02.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022-ის" წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი. ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა. " ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა ერთერთი საუკეთესო და წარმატებული პროგრამაა , რომელსაც ქუთაისის მერია ახორციელებს. 2022 წლის ბიუჯეტში პროგრამის განსახორციელებლად 100 000 ლარია განსაზღვრული. ღონისძიება მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.