30 იანვარს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე
04.02.2022
უკან დაბრუნება
30 იანვარს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. გაგა ისაკაძე აფეთქების გამომწვევ მიზეზზე საუბრობს, მისი თქმით მოკვლევის შედეგად ლოგიკურ მიზეზად ქანებიდან მეთანის უეცარი გამოდევნა სახელდება. მისივე განმარტებით შახტაში შრომის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე საკითხი ტექნიკურ კუთხესთან ერთად დასახვეწია . საბოლოო დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მეთანის დაგროვება და შემდგომ აფეთქება დეტალური კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შეგახსენებთ რომ ტრაგედია შახტში 30 იანვარს 23 საათზე მოხდა,რა დროსაც მეშახტეების ბრიგადა ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებდა, შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა 8 კი მძიმედ დაშავდა.