იმუნიზაციის საბჭოზე COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმა განიხილეს
03.02.2022
უკან დაბრუნება
იმუნიზაციის საბჭოზე COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმა განიხილეს
მხარეებმა სამიზნე ჯგუფების პრიორიტეტებზე ,COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის მიმდინარეობასა და მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ იმსჯელეს.
საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის თანახმად, გეგმის სამიზნე ივლისის თვემდე საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრაა. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.
COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებასა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას.