,,ტყიბულის მინდელის შახტაში დაშავებული პირების ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია
03.02.2022
უკან დაბრუნება
,,ტყიბულის მინდელის შახტაში დაშავებული პირების ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია“ ამის შესახებ დღის ამბებთან ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა 2 დაშავებულს უკვე გაუკეთდა ოპერაცია, ერთ მათგანში ქირურგიული ჩარევა ხვალ იგეგმება, რაც შეეხება 36 წლის მამაკაცის მდგომარეობას, რომელსაც სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აღენიშნება კლინიკის დირექტორის თქმით, ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.შეგახსენებთ რომ უბედური შემთხვევა მინდელის შახტში 31 იანვარს მოხდა აფეთქების შედეგად დაშავდა 8 ხოლო დაიღუპა ერთი ადამიანი.