2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა
03.02.2022
უკან დაბრუნება
2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს სამოხელეო დანაშაულის 579 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 19.52%, 113 შემთხვევა გაიხსნა. 2020 წლის იმავე პერიოდში კი ამ სახის დანაშაულის 520 ფაქტი აღირიცხა და მათგან 42 გაიხსნა.
აღნიშნული კვლევა ოპოზიციონერმა პარტიებმა შეაფასეს. ევროპული საქართველოს წევრი დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი სტუქტურები უკვე ვერ მალავემნ იმ კრიმინალურ ფაქტებს, რომელიც უწყებაში ხდება. ის ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზეც საუბორბს.
ხელისუფლების მიერ კორუფციაში ჩართვაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ქეთი ხურციძე. მისივე თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში კორუფციისა და ნეპოტისზმის პრობლემა აშკარაა.